საქართველოში ვიზიტით მყოფ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა
დღეს, 7 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის ახალდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, კევინ ჰამილტონს.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი.
"საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, ნატო-ს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე...