პუტინი: აღლუმზე ტექნიკა არ იყო, რადგან მთავარი "სპეციალური საომარი ოპერაციაა"
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 9 მაისს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ახსნა, რატომ არ იყო ჩართული საბრძოლო ტექნიკა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ წლევანდელ აღლუმში - მისი თქმით, ეს გამოწვეული იყო არა მხოლოდ უსაფრთხოების მოსაზრებებით, არამედ იმ გარემოებითაც, რომ "შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი ყურადღება უნდა მიაპყრონ მოწინააღმდეგის საბოლოო განადგურებას, საგანგებო საომარი ოპერაციის [ანუ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის] მიმდინარეობის ფარგლებში".
პუტინის განცხადებების თანახმად,...