მერცი: ევროპას სურს ძლიერი ნატო, იზიარებს აშშ-ის მიზანს ირანში ომის დასრულებაზე
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა 9 მაისს განაცხადა, რომ ევროპას სურს იმუშაოს ნატოს ალიანსის ეფექტიანობის შესანარჩუნებლად, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა აშშ-სთან, რომელიც ირანის ომმა გამოააშკარავა. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და მის ევროპელ, ნატოელ პარტნიორებს შორის დაძაბულობამ ნატოს მომავლის თაობაზე გააჩინა კითხვები. დაძაბულობა უკვე არსებობდა აშშ-ის მხრიდან ევროპის კრიტიკის ფონზე, მათ შორის თავდაცვის ხარჯების და იმიგრაციის საკითხების...