მოსკოვი უცხოელებს კიევიდან 9 მაისამდე ევაკუაციისკენ მოუწოდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა სახელმწიფოს მოუწოდა უკრაინის დედაქალაქიდან თავიანთი საელჩოების ევაკუაციისკენ, "კიევსა და გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან გარდაუვალ დარტყმასთან დაკავშირებით, თუკი უკრაინის შეიარაღებული ძალები მოსკოვზე განახორციელებენ დარტყმას 9 მაისს".
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, სამინისტრო ყველა ქვეყნის ხელისუფლებებს და უცხოური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს დაჟინებით სთხოვს...