ზელენსკი პრიმორსკის პორტში დარტყმებზე: კიდევ ერთით ნაკლები "კალიბრების" მზიდი
„კიდევ ერთით ნაკლები რუსეთის „კალიბრების“ მზიდი. გენერალ-მაიორმა იევჰენი ხმარამ მომახსენა წარმატებულ დარტყმებზე პრიმორსკის პორტში არსებულ სამიზნეებზე“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გენერალ-მაიორ იევჰენი ხმარას პატაკზე დაყრდნობით - "დარტყმა განხორციელდა სარაკეტო გემ „კარაკურტზე“, საპატრულო გემსა და ჩრდილოვანი ფლოტის ერთ ტანკერზე".
„ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უპილოტო სისტემების ძალების, საგანგებო ოპერაციების ძალების, თავდაცვის დაზვერვისა და მესაზღვრეების ერთობლივი ოპერაცია“...