ლიბანის პრეზიდენტი ჰეზბოლას უპასუხებს: ქვეყნის ომში ჩათრევა „ღალატია.“ ისრაელმა სამხრეთ ლიბანს დაარტყა
ისრაელის სამხედრო ძალებმა 27 აპრილს განაცხადეს, რომ ლიბანის ბექაას რეგიონში ჰეზბოლას პოზიციებს დაარტყეს. ამ თვის დასაწყისში ამ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, რის დარღვევაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბექაას ხეობასა და სამხრეთ ლიბანის სხვა ტერიტორიებზე ჰეზბოლას ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმები დაიწყეს“, - ნათქვამია მოკლე განცხადებაში, რომელიც სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა.
ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელთან პირდაპირი...