В Москве мотоциклист облил бензином и поджег Volkswagen бывшей жены
Банк Казани предлагает валюту по привлекательному курсу. Купить ее можно и в праздники
Специальная оценка условий труда военных коммунальщиков проведена в Московской области
Три дороги. Три судьбы
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მეათე ადგილი დაიკავა მსოფლიოს ჩემპიონატზე
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი მეათე ადგილით აღნიშნა. სერბი სპეციალისტის - დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი ბუდაპეშტში გამართულ უპრესტიჟულეს სანაკრებო შეჯიბრებაზე, დასკვნით შეხვედრაში იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეს იყო მატჩი მეცხრე ადგილისთვის და ქართველი წყალბურთელები დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ, ანგარიშით 15:16.
მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიასთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრებმა ხუთი თამაში ჩაატარა. ჯგუფურ ეტაპზე მოუგო ბრაზილიას (14:10) და წააგო მონტენეგროსთან (9:10) და უნგრეთთან (14:18).