საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე" წერს, რომ ტელეფონით ესაუბრა მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს.
„ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო. უახლოეს მომავალში, ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
მაია სანდუმ კი „ტვიტერზე" დაწერა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან განიხილა მოლდოვასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები - ის...