ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ - სასამართლო დავა, რომელიც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ აღმოჩენილი შეცდომების გამო წამოიწყო, იურიდიული კუთხით კომპანია BLB-იმ მოამზადა. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ინტერესს სწორედ BLB იცავს, ერთ ამერიკულ იურიდიულ კომპანიასთან ერთად. სარჩელი კალიფორნიის შტატის სასამართლოში 16 სექტემბერს შეიტანეს და ფილმის შემქმნელებისგან, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ.
გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველები დარწმუნებულნი არიან...