Президент Гвинеи-Бисау и Раис РТ встретились со студентами КФУ
Итоги первенства Подмосковья по баскетболу подвели в Химках
გორში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
გორში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 76 წლისთავის აღსანიშნავად სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე სკვერში სტალინური ორგანიზაციების და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
მოძრაობა „სტალინელების“ წევრებმა, რომლებიც მიტინგზე საბჭოთა სიმბოლიკებით მივიდნენ, პრორუსული და ანტიამერიკული განცხადებები გააკეთეს. დღეს გორში „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.
გორში გამართულ აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა: „სტალინელებს“ შორის დაპირისპირება აქციაზე მიტანილმა ტრანსპარანტმა გამოიწვია, რომელსაც ეწერა „მეგობრობა და სამართლიანობა“.