საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და რუსეთიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის შესახებ 19 იანვარს სენატში დაწყებული დისკუსია 20 იანვარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაგრძელდა.
"ბატონი ბლინკენი მართალია... კრემლი მხოლოდ ნატოს არაწევრი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს ძალას. უსაფრთხოება მართლა გაიზრდება ნატოში საქართველოს ყოფნით“, - წერს „ტვიტერში“ ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი.
სამშაბათს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა...