Более 2,8 тыс дефектов в содержании детских площадок устранили в Подмосковье в апреле
Во дворах округа Пушкинский обновят асфальтовое покрытие
ჯო ბაიდენმა პატივი მიაგო COVID-19-ით გარდაცვლილთა ხსოვნას
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან პატივი მიაგო COVID-19-ით გარდაცვლილი 400 000-ზე მეტი ამერიკელის ხსოვნას. ცერემონიაში მონაწილეობდნენ მომავალი პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე დაგლას ემჰოფი.
ჯო ბაიდენი ვაშინგტონში 19 იანვარს ჩავიდა დელავერის შტატიდან, რომელსაც წლების განმავლობაში წარმოადგენდა აშშ-ის სენატში.
დღეს, 20 იანვარს ვაშინგტონში გაიმართება ჯო ბაიდენის ინაუგურაცია. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ფიცს დადებს კაპიტოლიუმის შენობასთან.