კორონავირუსის მეორე ტალღა მოულოდნელად მძლავრი აღმოჩნდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში და ვიდრე CoVid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ჩვენც მივიღებთ, ისღა დაგვრჩენია, სპეციალისტების რეკომენდაციებს მივყვეთ და ასე დავიცვათ თავი კორონავირუსისგან.
ამ რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალია დისტანცირება, პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა, პირბადის ტარება. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი რჩევების გათვალისწინება, როგორიცაა მეტი მოძრაობა და ბევრი სითხის მიღება. სითხე, მათ შორის თუნდაც ყავა...