ევროკომისია აპირებს, გაამკაცროს ონლაინ პლატფორმების კონტროლის მექანიზმი. როგორც რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული მასალები ცხადყოფს, ევროკომისია პირველად გამოვა წინადადებით, რომ ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს სახელმწიფო აქტორებს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ.
დემოკრატიის ევროპულ სამოქმედო გეგმაში (The European Democracy Action Plan), რომელსაც კომისია 2 დეკემბერს წარადგენს, ნათქვამია, რომ 27-წევრიანმა ბლოკმა "უფრო სისტემატურად უნდა გამოიყენოს მის განკარგულებაში არსებული საშუალებები, რათა დაუპირისპირდეს უცხოეთის ჩარევას და ოპერაციებს...