«Не ожидала, что кроме научных перспектив передо мной откроются карьерные»
В Москве мальчик хотел покончить с собой после ссоры с отцом
Спрос на новостройки в столице упал на 44%, но цены продолжают расти
Таня Василькова и ее презентация книги «Как прожить в браке без брака»
პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, მოკლულია ოთხი "ტერორისტი"
სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანის პოლიციის თქმით, სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია აკრძალული ორგანიზაციის წევრი ოთხი „ტერორისტი“.
პროვინციის შინაგან საქმეთა მინისტრმა მირ ზია ლანგოვმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ წუხელ განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაჭრილია კონტრტერორიზმის დეპარტამენტის ორი პოლიციელი. ოპერაცია ბელუჯისტანის მასტუნგის ოლქში, დაშტის რეგიონში განხორციელდა.
ლანგოვმა განაცხადა, რომ ოპერაცია ჩატარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ „სადაზვერვო ინფორმაცია“ მოიპოვა ერთ-ერთი მოკლული ეჭვმიტანილის შესახებ.