Министр Мурашко: мужчины в России живут на десять лет меньше женщин
Киркоров оштрафован на 6 тыс. рублей за неуплату другого штрафа
Защита оспорила арест Тимура Иванова
С начала года программа создания мест приложения труда расширилась в 1,5 раза
ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატი: საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, თუმცა მათ არ გავასაჯაროებთ
ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატების თანახმად, ბრალდების მხარის მითითება იმაზე, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება.
ადვოკატ ანა თავხელიძის თქმით, გამოძიების საწყის ეტაპზევე დაცვის მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, ფოტო და ვიდეომასალა, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა. მისივე მტკიცებით, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილისგან არა ერთი, არამედ სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო.