В аэропорту Кишинёва опять удерживали участников оппозиционного блока «Победа»
Киркоров оштрафован на 6 тыс. рублей за неуплату другого штрафа
Рябков призвал США серьезно отнестись к проекту резолюции РФ по космосу
Министерство культуры подвело итоги прошлого года
პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს
საქართველოს პარლამენტში 9:30 საათზე დანიშნულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია: „2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა“.
კენჭისყრა 11 დეკემბერს იყო დანიშნული, თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ერთი დღით, 12 დეკემბრისთვის გადაიდო. საკომიტეტო პროცედურის შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.