Спортсмен из Щелкова победил на этапе кубка мира по шашкам-64
Baza: мальчик получил сотрясение мозга в результате ДТП с самокатчиками в Москве
Синоптик рассказал о "стандартной" погоде на майских праздниках в Москве
В Видном прошел муниципальный этап Всероссийской игры «Зарница 2.0»
ტეხასის პოლიციის ინფორმაციით, თავი მოიკლა რამდენიმე აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილმა
ტეხასის პოლიციის ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა პირმა, რომელიც ეჭვმიტანილია შტატის ტერიტორიაზე ბოლო ხანს მომხდარი რამდენიმე აფეთქების მოწყობაში. პოლიციის განცხადებით, დევნის ოპერაციისას ეჭვმიტანილმა თავი ავტომანქანაში აიფეთქა. ბოლო სამ კვირაში ტეხასის შტატის დედაქალაქ ოსტინსა და ქალაქ შერცში მოხდა 6 აფეთქება, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასაფეთქებელი მოწყობილობები საფოსტო ამანათების სახით, საკურიერო სამსახურის FedEx-ის გამოყენებით გაიგზავნა სხვადასხვა, მათ შორის კერძო სახლის და მაღაზიის მისამართზე.