ჩეჩნეთში ექვსი ადამიანი დაშავდა დრონებით შეტევის შედეგად
რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაზე კვლავ განხორციელდა დრონებით შეტევა, ნამტვრევები დაეცა სუპერმარკეტს და საცხოვრებელ სახლებს, დაშავდა ექვსი ადამიანი.
დრონების საფრთხის შესახებ გამოცხადებული განგაშის რეჟიმის მიუხედავად, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში გაიმართა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 81-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები. აღლუმები ჩატარდა ვლადიკავკაზში, მაჰაჩყალაში, კრასნოდარში და სტავროპოლში - სადაც ჩაიარეს რუსეთის არმიის ფორმებში ჩაცმულმა სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა. დონის როსტოვში ტრადიციული აღლუმი გააუქმეს...