„ნავთობის წვიმა“ ტუაფსეში - რუსეთის ომის ეკოლოგიური შედეგები
ტუაფსეში უკრაინული დრონების მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ნავთობის ტერმინალზე მიტანილი იერიშის შემდეგ, ნავთობი ჩაიღვარა როგორც პორტის აკვატორიაში, ასევე მდინარე ტუაფსეში, ხოლო შავ კვამლში გახვეულ ქალაქს ე.წ. „ნავთობის წვიმამ“ გადაუარა.