“ბავშვები გვეღუპებიან!” - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები წამალს ისევ უშედეგოდ ელიან, მშობლები უწყვეტ აქციებს გეგმავენ
“თქვენი შვილი, რომ იყოს, რას იზამდით?!”, “ბავშვები გვეღუპებიან”, “ყოველი დღე სიკვდილთან გვაახლოებს”, “თავს მოვიკლავ!” - ყვიროდნენ, მთავრობის ადმინისტრაციასთან, დიუშენის სინდრომიანი ბავშვების მშობლები და მათი გულშემატკივრები.