ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დაპატიჟა აშშ-ის დელეგაცია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის დელეგაცია მიიწვია კიევში, რათა მოსკოვის მონაწილეობით განახლდეს სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების პირობების შესახებ. ამის თაობაზე AFP და „ევროპეისკა პრავდა“ იტყობინებიან 3 აპრილს.
„კიევში მოვიწვიე ამერიკის მომლაპარაკებელთა დელეგაცია. დელეგაცია ყოველ ღონეს იხმარს არსებულ ვითარებაში, ირანთან ომის დროს, რათა კიევში ჩამოვიდეს. ეს ალტერნატიული ვარიანტია სამმხრივი შეხვედრისა ტექნიკური ჯგუფების დონეზე. ამერიკის ჯგუფს შეუძლია...