მაკრონი ამბობს, რომ ტრამპის ხუმრობა მისი და მისი მეუღლის ურთიერთობაზე „პასუხის ღირსი არაა“
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2 აპრილს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის დამცინავი კომენტარები მისი და მისი მეუღლის ურთიერთობის თაობაზე პასუხის ღირსი არაა და რომ ისინი „არც ელეგანტურია და არც ნორმების შესაბამისი“.
თუმცა ირანზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმებისა და ნატოს გამო რამდენიმედღიანი დაძაბულობის შემდეგ აშკარად გაღიზიანებულმა მაკრონმა საკუთარი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „ზედმეტად ბევრი ლაპარაკია“ და „ეს შოუ არ არის“.
1 აპრილს ტრამპმა დასცინა საფრანგეთის პრეზიდენტს და მის მეუღლეს კერძო სადილზე...