რუსეთიდან კიდევ ექვსი უკრაინელი ბავშვი დაუბრუნდება ოჯახებს - აცხადებს აშშ
თეთრი სახლის განცხადებით, 2 აპრილს რუსეთიდან უკრაინაში ოჯახებს დაუბრუნდება ექვსი უკრაინელი ბავშვი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყო აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მოქმედებამ.
ამ თვის ბოლოს ოჯახს დაუბრუნდება მეშვიდე უკრაინელი ბავშვიც — ნათქვამია პირველი ლედის ოფისის განცხადებაში.
უკრაინის მონაცემებით, დაახლოებით 20 ათასი ბავშვი გადაიყვანეს უკანონოდ რუსეთსა და ბელარუსში, სადაც მათ ზოგჯერ სამხედრო მომზადებას უტარებენ და აიძულებენ, საკუთარი ქვეყნის ჯარის წინააღმდეგ იბრძოლონ.