დაბრუნებული ძაღლები და კვამლი კრემატორიუმის თავზე
ბოლო კვირებია ცხოველთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ საქართველოს ქალაქებიდან მიუსაფარი ძაღლები ქრებიან. სურსათის ეროვნული სააგენტო პირობას დებს, რომ მოსახლეობას თითეულ გადაყვანილ ცხოველზე მიაწვდის ინფორმაციას.