რუბიო ირანზე: ვაპირებთ მიზნების მიღწევას კვირებში, არა თვეებში
"მსურს ამერიკის ხალხმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ეთერს უყურებენ, იცოდნენ, რომ ეს [ოპერაცია ირანში] ფუნდამენტურად შეეხება მათი [ირანის] საჰაერო ბაზის განადგურებას, რაც დიდწილად მიღწეულია; მათი საზღვაო ძალების განადგურებას, რაც დიდწილად მიღწეულია; მათი ქარხნების განადგურებას, სადაც მთელ ამ იარაღს ამზადებენ - საკმაოდ კარგად მივდივართ ამის მიღწევისკენ და მათი რაკეტების გამშვებების არსებითად შემცირებისკენ, რომ მათ არ შეეძლოთ მომავალში დაემუქრონ თავიანთ მეზობლებს. ყველა ეს მიზანი ან წინსწრებით არის მიღწეული...