ირანში მოკლულია ბუნებრივი რესურსების დაცვის ქვედანაყოფის მეთაური
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლულია კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი მაჯიდ ზაქარიაი. ცნობა მისი სიკვდილის შესახებ დღეს, 30 მარტს გაავრცელა ირანის სახელმწიფო სააგენტომ IRNA.
მაჯიდ ზაქარიაი ირანის ბუნებრივი რესურსების დაცვის ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.
IRNA-ს თანახმად, პოლკოვნიკი ზაქარიაი ირანის ბუნებრივი რესურსების ორგანიზაციაზე აშშ-ისრაელის მიერ 29 მარტს განხორციელებული შეტევისას მიღებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
2026 წლის 28 თებერვალს, ირანის...