ირანმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა აშშ-ის ბაზაზე საუდის არაბეთში
სულ მცირე 12 ამერიკელი სამხედრო დაშავდა, 27 მარტის საღამოს საუდის არაბეთში, ერ-რიადის მახლობლად მდებარე „პრინც სულთანის“ ავიაბაზაზე თავდასხმისას, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული.
ამის შესახებ წერენ The New York Times და The Wall Street Journal უცნობ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. მათი ცნობით, დაშავებულთაგან ორი მძიმედაა. სამხედროები შენობაში იმყოფებოდნენ, როდესაც მას ჭურვი მოხვდა.
მედიის ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა მინიმუმ ერთი რაკეტით და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატით. დაზიანდა რამდენიმე საჰაერო ტანკერიც.