ჭიათურაში მაღაროელი გარდაიცვალა
მაღაროელის ჯეირან ასლანდიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირაველად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გაავრცელა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.
მისი სიტყვებით შემთხვევა 25 მარტს შუქრუთის სარკინიგზო მაღაროში, ღამის 11 საათისთვის მოხდა.
„ცდილობენ, რომ შემთხვევა, რომელიც მაღაროში მოხდა, არ გამოვიდეს სააშკარაოზე და არავინ არ გამოიტანოს რეალურად პასუხი თუ რა მოხდა იქ ... არსებული ინფორმაციით, გვაქვს ინფორმაცი, რომ ჯეირანი თითქოს გულის შეტევით გარდაიცვალა... მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებდით განცხადებებს...