ირანთან დაკავშირებული ჰაკერები აცხადებენ, რომ შეძლეს FBI-ის დირექტორის პირად ელექტრონულ ფოსტაში შეღწევა
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა საჯაროდ განაცხადეს FBI-ის დირექტორის, კაშ პატელის პირადი ელექტრონული ფოსტის “გატეხვის შესახებ” და ინტერნეტში გამოაქვეყნეს დირექტორის ფოტოები და მისი სავარაუდო რეზიუმე.
ჰაკერთა ჯგუფმა Handala Hack Team-მა თავის ვებსაიტზე განაცხადა, რომ პატელი „ახლა თავის სახელს წარმატებით გატეხილ მსხვერპლთა სიაში იპოვის“.
Reuters-მა Hanadala-ს მიერ გამოქვეყნებული ელექტრონული ფოსტის დაუყოვნებლივ დადასტურება ვერ შეძლო, თუმცა ნიმუში იმ მასალისა, რომელიც ჰაკერებმა ატვირთეს და რომელიც Reuters-მა განიხილა...