პუტინმა ბიზნესმენებს შესთავაზა ომის „ნებაყოფლობით“ დაფინანსება - The Bell
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბიზნესმენებს შესთავაზა, უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ფული „ნებაყოფლობით“ გაიღონ. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა The Bell.