ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის გარეთ მიგრანტთა ცენტრების შექმნას
ხუთშაბათს, 26 მარტს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროპულ საბჭოსთან მოლაპარაკებებს, რათა საბოლოოდ იქნეს მიღებული კანონი, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროკავშირში დარჩენის უფლების არმქონე მიგრანტების დეპორტაციას. მოლაპარაკებების გამართვას 389 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 206, 32-მა თავი შეიკავა. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვებსაიტი იტყობინება.
კენჭისყრა გაიმართა ევროპული პარტიების „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“, „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსისა“ და „მემარცხენეების“ ინიციატივით.