Reuters: კრემლმა ანექსირებულ ოლქებზე სამჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე რუსეთის 20 რეგიონზე ერთად
2024 წლიდან 2026 წლამდე რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსირებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თითქმის 12 მილიარდი დოლარი გამოყო. Reuters-ის ცნობით, ეს თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე მსგავსი პრიორიტეტული ეროვნული განვითარების პროექტების ფარგლებში 20 ერთად აღებული სხვა რეგიონისთვის გამოყოფილი დაფინანსება.
სააგენტოს ცნობით, კრემლმა რკინიგზის ქსელის მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაზე დაახლოებით 425 მილიონი დოლარი დახარჯა. 2022 წლიდან 2025 წლამდე ოთხ ოკუპირებულ ტერიტორიაზე...