ოკუპირებული დონეცკიდან საქართველოში ქვანახშირის იმპორტი იგეგმება? ცნობილია საქმეში ჩართული ქართული კომპანია
“მე ახლა მაგათ წერილებიც მივწერე, თუ გინდათ დროზე გაინძერით, მე თურქები მყავს კლიენტები და ინდოელები და თუ იმათ სხვა ნახეს, აღარც თქვენი ნახშირი მინდა და არც არაფერი მეთქი. ახლა მაგათზეა დამოკიდებული” - ამბობს კომპანია ჯორჯ ოილის ქართველი ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში.