Reuters-ი: ირანი, შესაძლოა, კვლავ განიხილავდეს აშშ-ის წინადადებას, მიუხედავად პირველადი უაყოფითი რეაქციისა
ირანი კვლავ განიხილავს აშშ-ის წინადადებას სპარსეთის ყურეში ომის დასრულებაზე, მიუხედავად პირველადი უაყოფითი რეაქციისა - უთხრა ირანის მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს 25 მარტს, რითიც მიანიშნა, რომ თეირანს ეს წინადადება ბოლომდე ჯერ არ აქვს უარყოფილი.
საჯარო გამოსვლებში ირანის ოფიციალურმა პირებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს ნებისმიერი მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან. თუმცა, Reuters-ი აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს ჭიანურდება ოფიციალური პასუხის გადაცემა პაკისტანისთვის...