რუსეთმა უკრაინაზე კომბინირებული შეტევისთვის 400-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა - უკრაინის საჰაერო ძალები
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევისთვის, რომელიც გასული ღამის განმავლობაში და დილით ადრე მიმდინარეობდა, 392 უპილოტო საფრენი აპარატი და 7 ბალისტიკური, 23 ფრთოსანი და 4 მართვადი საავიაციო რაკეტა გამოიყენეს.
ეს მონაცემები 24 მარტს დილით გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ.
საჰაერო ძალების სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 09:00 საათისთვის დადასტურებული იყო 25 რუსული რაკეტის, მათ შორის 23-ვე ფრთოსანის და 365 დრონის მოგერიება და 6 რაკეტითა და 27 დრონით პირდაპირი დარტყმა 22 ადგილზე.