ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა თავშესაფრის მაძიებელს ჩეჩნეთიდან
ესტონეთის ხელისუფლებამ 20 მარტს რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა თავშესაფრის მაძიებელს ჩეჩნეთიდან, იტყობინება Kavkaz.Realii ადამიანის უფლებათა დამცველ როზა დუნაევაზე დაყრდნობით. დეპორტირებული პირის ვინაობას უსაფრთხოების მოსაზრებებით არ ასახელებენ. ადამიანის უფლებათა დამცველის თქმით, მას არ მიეცა იურიდიულ დახმარებაზე სრული წვდომა და საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.
დუნაევამ განაცხადა, რომ ჩეჩნური წარმომავლობის პირი „მრავალი თვის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“.