წინასწარი მონაცემებით, პარიზსა და მარსელში მერების არჩევნებში იმარჯვებენ მემარცხენე კანდიდატები
საფრანგეთში ჩატარებული მერების არჩევნების წინასწარი მონაცემებით, პარიზსა და მარსელში მემარცხენე მმართველები აირჩიეს. სოციალისტები ახანგრძლივებენ თავიანთ მეოთხედსაუკუნოვან მმართველობას პარიზში, ხოლო მარსელში ულტრამემარჯვენე ძალები მარცხდებიან.
საფრანგეთის თითქმის 35 000-ს სოფელსა და ქალაქში მუნიციპალური ლიდერები ერთი კვირის წინ აირჩიეს, თუმცა კენჭისყრას მეორე ტური დაჭირდა დაახლოებით 1500 დასახლებაში, დიდი ურბანული ცენტრების ჩათვლით.
ადგილობრივ არჩევნებს ყურადღებით ადევნებენ თვალს, რადგან მას მიიჩნევენ მოსახლეობის განწყობების საზომად...