რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე დარტყმებს, შეჩერებული სამშვიდობო ძალისხმევის ფონზე
რუსეთი განაგრძობს სისხლიანი დარტყმების მიყენებას უკრაინის რეგიონებისთვის, იმ ფონზე, როცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად ფაქტობრივად შეჩერდა სამმხრივი მოლაპარაკებები კიევს, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, ამ, უკვე მეხუთე წელიწადში გადასული ომის დასასრულებლად.
სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაიჭრა უკრაინაში 22 მარტს, მას მერე, რაც რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტებით და 140-მდე დრონით მიიტანეს იერიშები.
უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმებს დაექვემდებარა...