AP: აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება კოლუმბიის პრეზიდენტის გარშემო
კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო "პრიორიტეტულ სამიზნედაა" დასახელებული აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს მიერ, იმ ფონზე, როცა ნიუ-იორკში პროკურორები იძიებენ ინფორმაციას მის კავშირებზე ნარკოტიკების ტრაფიკერებთან - ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Associated Press-ი (AP), საკითხში გათვიცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით.
განსაზღვრებას "პრიორიტეტული სამიზნე" აკუთვნებენ ეჭვმიტანილებს, რომლებსაც ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახური მიიჩნევს "მნიშვნელოვანი გავლენის" მქონედ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე - აღნიშნავს AP და დასძენს...