სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურებას.
წესის აგების მსახურებას წინ უძღოდა წირვა, რომელიც მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა სინოდის წევრებთან ერთად.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ. სიონის ტაძრამდე, სადაც ილია მეორეს დაკრძალავენ, ფეხით მსვლელობა იქნება.
პროცესია სამების საკათედრო ტაძრიდან გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით ავლაბრის მეტრომდე...