CNN: აშშ-მა და ისრაელმა ირანის ქალაქ ნათანზში დაარტყეს ურანის გამამდიდრებელ კომპლექსს
CNN-ის ცნობით, 21 მარტს დილით აშშ-მა და ისრაელმა ირანის ქალაქ ნათანზში დაარტყეს აჰმადი როშანის სახელობის ურანის გამამდიდრებელ კომპლექსს.
„რადიოაქტიური მასალის გაჟონვა არ მომხდარა და მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის საფრთხე არ არსებობს“, ნათქვამია ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის განცხადებაში.
თეირანმა ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმა საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადასტურა, რომ მიიღო ინფორმაცია ობიექტზე დარტყმის შესახებ. სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი გამოვიდა მოწოდებით...