ბელგოროდის ოლქში ფოსტაზე დარტყმას ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, მესამე მძიმედაა დაჭრილი
რუსეთში, ბელგოროდის ოლქის გრაივორონის ოკრუგის სოფელ სმოროდინოში დარტყმა განხორციელდა ფოსტაზე, იუწყება ბელგოროდის გამოცემა „პეპელი“.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით დაიღუპა ფოსტის თანამშრომელი ორი ქალი, კიდევ ერთი ქალი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება მძიმე მდგომარეობაში, მას მრავალჯერადი ჭრილობები აქვს მიღებული.
ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იტყობინება, რომ ფოსტისა და მის მახლობლად მდებარე მაღაზიის ნანგრევებში შეიძლება ადამიანები იყვნენ მოყოლილი. მაღაზია დრონის დარტყმით გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა.