ირანმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა ისრაელის ქალაქ ჰაიფაში
ირანმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე ქალაქ ჰაიფაში. ისრაელის მედიისა და თვითმხილველების ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა და ჰაიფაში ელექტროენერგიის გათიშვა დაიწყო.
მოგვიანებით ხელისუფლებამ მცირე ზიანის და მსხვერპლის შესახებ განაცხადა. იტყობინებიან, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაეცა ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები.
ისრაელმა 18 მარტს, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-ისრაელის ოპერაციის დაწყებიდან პირველად, ირანის გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე...