პენტაგონი 200 მლრდ დოლარს მოითხოვს ირანთან ომისთვის. ეს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ მთელ სამხედრო დახმარებაზე მეტია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს დაადასტურა, რომ მისმა ადმინისტრაციამ შესაძლოა კონგრესს დამატებით 200 მილიარდი დოლარი მოსთხოვოს ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დასაფინანსებლად. The Washington Post -მა და The New York Times-მა ადრე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პენტაგონმა ასეთი მოთხოვნა მოამზადა.
CNN-ის ცნობით, ტრამპმა თქვა, რომ ეს „მცირე ფასია“ იმისთვის, რომ სამხედროები ყველაფერი საჭიროთი უზრუნველყონ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ თანხაში შედის ასევე თავდაცვის სამინისტროს სხვა ხარჯები...