სააკაშვილი პატრიარქის დაკრძალვაზე დასწრებას ითხოვს - რას ამბობს პენიტენციური?
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართვის საპასუხოდ, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასწრებას ითხოვს, პენიტენციური სამსახური რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კოდექსში გაწერილი ნორმა „გამონაკლისს არ ცნობს“, შესაბამისად, მისი ეს თხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.