„ამერიკის ხმის“ მუშაობა უნდა აღდგეს - გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო
აშშ-ის ადმინისტრაციამ საგარეო მაუწყებლის, „ამერიკის ხმის“( Voice of America, VoA) მუშაობა უნდა აღადგინოს და სამსახურში დააბრუნოს ათასზე მეტი თანამშრომელი.
მედიაორგანიზაციის დახურვა უკანონოდ გამოაცხადა ფედერალურმა მოსამართლემ, როის ლამბერტმა. მოსამართლის მიერ 17 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ამერიკული გამოცემები Politico და The New York Times-ი წერენ.
ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დაავალა 23 მარტამდე „ამერიკის ხმის“ თანამშრომლები სამსახურში დააბრუნოს და მედიაორგანიზაციის მუშაობა აღადგინოს.