ტრამპმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი დახმარება აღარ სჭირდებათ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა უარით ნატოს წევრი იმ სახელმწიფოებისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის, რომლებსაც ირანის მიერ დაბლოკილი ჰორმუზის სრუტის გახსნასა და მისი უსაფრთხოების დაცვაში ჩართვა სთხოვა და უარი მიიღო.
ტრამპმა სოციალური ქსელის, Truth Social-ის ოფიციალურ გვერდზე 17 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში ნატოს ეს ქვეყნები მოკავშირეებად ბრჭყალებში მოიხსენია.
ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა პრაქტიკულად, შეწყვეტდა აშშ-ისრაელსა...