კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჰოსპიტალიზებულია
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჰოსპიტალიზებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
საქართველოს საპატრიარქომ 17 მარტს დილით განაცხადა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური".
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლისაა.ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თანახმად, ვითარება მარტივი არ არის.