ხმელთაშუა ზღვაში დრეიფის მდგომარეობაში მყოფი რუსული ტანკერი გარემოს საფრთხეს უქმნის
ხმელთაშუა ზღვაში, მალტის ნაპირის მახლობლად დრეიფის მდგომარეობაში მყოფი რუსული სანქცირებული ტანკერი Arctic Metagaz-ი, რომელიც ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, ევროკავშირის აკვატორიაში ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს ქმნის.
რუსეთის დროშით მცურავ ტანკერს, რომელსაც გათხევადებული ბუნებრივი გაზი გადაჰქონდა, ხანძარი 3 მარტს გაუჩნდა მალტის ნაპირის მახლობლად. ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება. ეკიპაჟის 30-ივე წევრი, რუსეთის მოქალაქეები მალტის სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა.რუსეთმა განაცხადა, რომ ტანკერზე „ტერორისტული შეტევა" იყო...